Thursday, January 5, 2012
კითხვის წესები
ასო V გერმანულ ენაში იკითხება ორნაირად. ა) გერმანული წარმოშობის სიტყვებში იკითხება როგორც ჶ . მაგალითად; Vater, vier, viel, voll და ა.შ.. ბ) არაგერმანული, ძირითადად ლათინურიდან შემოსული სიტყვებში იკითხება როგორ ვ. მაგალითად; Revolution, Evolution, Verb, evaluation, Divergenz და ა. შ..
გერმანულ ენაში გვაქვს ბგერა ც-სათვის გვაქვს ორი ასო-ნიშანი: Z და C. თუკი Z,z გამოიყენება გერმანული სიტყვების დასაწერად, წავიკითხავთ როგორც ც-ს, ხოლო თუ ინგლისური, ან ფრანგული სიტყვები წერია ამ ასოთი, მაშინ მას ზ-დ წავიკითხავთ. არის შემთხვევები როცა ეს ასო გვხვდება იტალიური, პორტუგალიური, ესპანური ენებიდან გადმოტანილ საკუთარ სახელებში. ამ შემთხვევაში ეს ასო შესაბამისი ენის ფონეტიკის მიხედვით წაიკითხება. არსებობს უცხოურ წარმოშობის საკუთარ სახელთა ლექსიკონი, სადაც მითითებულია ამ სახელთა წაკითხვის, წარმოთქმის შესამაბისი წესები.
რაც შეეხება ბგერა-ასო ც-ს. იგი დამოუკიდებლად არაგერმანულ, ნასესხებ სიტყვებში, ან უცხოურ საკუთარ სახელებში გვხვდება. ჩვეულებრივ მას გამოიყენებენ ასოთა შემდეგ შეთანხმებებში. ეს ასოთშეთანხმებებია: Ch, ch (ხ); Sch, sch (შ); Tsch, tsch (ჩ); -, ck (კ). ამ უკანასკნელს დიდი ვარიანტი არ გააჩნია.
ასო-ბგერა r შეიძლება გამოითქვას როგორც რ, ან ღ.
გარდა ამისა, გერმანულ ენაში არის დამატებითი ნიშნები:
Ä, ä — ა უმლაუტით (წარმოითქმის გრძლად, დაახლ. ე: )
Ö, ö — ო უმლაუტით. წარმოითქმის გრძლად.
Ü, ü — უ უმლაუტით. წარმოითქმის გრძლად.
ß — ss (ეს ცეტი, ანუ ორმაგი ესი).
ß-ს ნაცვლად, ახალი მართლწერის წესების შესაბამისად, ხშირად იხმარება ss.
დიფტონგები და ასოთა კომბინაციები: დოფტონგების არტიკულაციისთვის დამახასიათებელი ორი ბგერის ერთგვარი მოსხლეტით წარმოთქმა.
eu — ოი (neu (ნოი) — ახალი)
äu — ოი (träumen (თროიმენ) — ოცნება)
ie — იი (wie (ვი:) — როგორ)
ei — აი (eins (აინს) — ერთი)
h (თუ ხმოვნის შემდეგ დგას) — აგრძელებს ხმოვანს (gehen (გე:ენ)— წასვლა)
s (ხმოვნის წინ) — ზ (sein (ზაინ)— ყოფნა)
s (თანხმოვნის წინ ან სიტყვის ბოლოში) — ს (eins (აინს) — ერთი)
st — შტ (straße (შტრასე)— ქუჩა)
sp — შპ (später (შპეტერ) — გვიან)
g (სიტყვის ბოლოში) — ჰ (zwanzig (ცვანციჰ) — ოცი)
ch — ხ (a, o, u ხმოვნების შემდეგ: das Dach(დას დახ) — სახლის სახურავი, noch(ნოხ) — კიდევ, auch(აუხ) — აგრეთვე). სხვა დანარჩენ შემთხვევებში - ჰ (ich (იჰ) - მე)
sch — შ (schlecht (შლეჰთ) — ცუდი)
tsch — ჩ (Deutsch (დოიჩ) — გერმანული)
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment